03, მაისი 2019 17:11:00
ბუკნარში წყლის მთავარი მაგისტრალური მილი დაიწვა. დაზიანებულია მილის 5 მეტრიანი მონაკვეთი. შემთხვევა დილით, 6 საათზე მოხდა. ცეცხლი, მილის მიმდებარედ, ნარგავებს გაუჩნდა. შედეგად ამ დროისთვის წყალი ბუკნარის დასახლებაში, 220 აბონენტს არ მიეწოდება. ადგილზე იმყოფებიან "ქობულეთის სოფლის წყლის" სამსახურის წარმომადგენლები და პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. თვითმმართველობაშ ვარაუდობენ, რომ ხანძარი ხელოვნურად გააჩინეს.